ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას” – სალია

„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, ხომ არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა უპასუხა და განაცხადა, რომ თუ არსებობს კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას

„გუშინვე რატომ მოხდა ჩემი დანიშვნა გენერალურ დირექტორად?! – დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?! მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, რომელიც ვაწარმოებდი დავას, სამართლებრივ ნაწილს საქართველოში, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები დავა აბსოლუტურად სწორი იყო. თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას“,- განაცხადა პაატა სალიამ.

ამ წუთებში სალია, რომელიც „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორია, ტელეკომპანიაში იმყოფება და არხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.

იტვირთბა....