ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვულოცავთ ხალვაშს, სამართლიანობა აღდგება, როცა რუსთავი 2 დაუბრუნდება დამფუძნებლებს” – დვალი და აქიმი

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ულოცავ ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს:

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

იტვირთბა....