ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
დღეს საბჭოში სამ კანდიდატს: შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.
გუშინ გასაუბრება სამ კანდიდატთან – ზურაბ აზნაურაშვილთან, თამარ ალანიასთან და დიანა ბერეკაშვილთან გაიმართა. პროცესი 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.