ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია – ოქრუაშვილი ივანიშვილს

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი თანაპარტიელი კობა კოშაძე მასზე ზეწოლის გამო დაიჭირეს.

“მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!

კობა კოშაძის დაჭერისთანავე, ერთმა პოლიციელმა “კარგი პოლიციელის” როლი ითამაშა და უთხრა, დაანებე ოქრუაშვილს თავი და გაგიშვებთო. არამგონია კოშაძის ჩემგან ჩამოცილება გინდოდა ან მისი დაჭერა თუ ჩემდამი გზავნილია, რომ გავჩერდე, უბრალოდ “დურაკი” ყოფილხარ, რადგან ვერ გიცნივარ სწორად.

სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია.

შენ დღეს დაიჭირე ადამიანი, რომელიც 15 წელია ერთგულ ძმასავით მიდგას გვერდით. როდესაც მესროლეს არც დაფიქრებულა ისე გადამეფარა და დაიჭრა. 10 წლის შვილი ხელებში ჩააკვდა, 40 დღის გასვლისთანავე უკან დამიბრუნდა, ისე რომ მაგ ტკივილმაც ვერ გატეხა და შენ ფიქრობ ერთი ჟანგიანი მაკაროვის ჩადებით ან მას გატეხ ან მხოლოდ მისი დაჭერით მე შემაცვლევინებ აზრს?

სულელად კი გთვლი, მაგრამ მაინც არ მგონიხარ ასეთი სულელი.

სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.

სამი წელია ჩემი და შენი “შნირის” (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.

და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო – ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ.

მიდი, დაიჭირე კიდევ ვინც გინდა, ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევ გარდა ერთისა, დრო რომ მოვა, მაგ ჟანგიანი “მაკაროვით” რაც კობას ჩაუდე, ქართველი ერი “დაგასაჩუქრებს”, იმისთვის რაც ქვეყანას 7 წლის განმავლობაში უქენი”, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....