Media მთავარი სოციალური ქსელი

ხვალ 12 საათზე გადაწყდება ევროპელი ქართველის მაკო გომურის გზას დავადგებით თუ სისხლისმსმელი რუსი გახარიას – გვარამია

“უკვე 18 ივლისია.

ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვაჭარბებ, თუ ზედმეტი მომდის ჩემს ქვემოთმოყვანილ შეფასებაში.

ნამდვილად მიკერძოებული ვარ. მაგრამ კიდევ უფრო ნამდვილად ვიცი, რომ ხვალ, 12 საათზე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია:

საქართველოს დასავლური მომავლი გაიმარჯვებს თუ ბნელი საბჭოთა რუსული აწმყო დაკვიდრდება დიდი ხნით.

სიმბოლოებით რომ ვთქვათ (უყვარს ისტორიას სიმბოლოები):

თანამედროვე, ნამდვილად ევროპელი ქართველი მაკო გომურის ფართო და გრძელ გზას დავადგებით თუ სისხლისმსმელი რუსი ჟანდარმი გახარიას, მაკოსთვის თვალის ამომთხრელის ჩიხში შევალთ.

ასეა, რ2ზე გადის ეს ისტორიული გზაგასაყარი – ასე მოხდა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმაც და რაღაც სხვამაც, რისი სახელიც არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო წესრიგის კანონზომიერებებს ალაგებს.

ასეა, ხვალ გადაწყდება, რომელი ფალავანი წააქცევს მეორეს, და ამ ორ ფალავანს რუსეთი და დასავლეთი ქვია.

დიახ, ასეთია ქართველების პროცესების დაკვირვების პარადიგმა: მარტივი და აზარტული, როგორც ჭიდაობა. ერთ ფალავანს გულშემატკივრობენ, მეორე სძულთ, მაგრამ ეშინიათ, მისი უძლეველობის მითებით ტვინარეულებს. და უკვე ძალიან დიდი ხანია აკვირდებიან, ვინ ვის წააქცევს.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ რ2ის საქმის შედეგით ამ ჭიდაობაში გამარჯვებული არ წყდება.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ კიდევ ერთხელ ჭიდაობის შანსი აუცილებლად იქნება. ან კი, ან არა. უფრო, არა, ძალიან დიდი ხნით არა.

შეცდომაა იმის არგათვალისწინება, რომ დასავლეთის ფალავანის ხვალ წაქცევა, საქართველოს ისტორიის ბმელ მხარეს არ გადაგვაგდებს და ჩვენ ფანტასტიურ ახალ თაობას საკუთარ სამშობლოში განვითარების და წარმატების შანსს არ მოუსპობს.

შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ ქართველებს დამარცხებულები არ უყვართ და დასავლეთის ფალავანის დამარცხება მინიმუმ ღრმა და ძალიან დიდხნიან იმედგაცრუებას და გულაცრუებას გამოიწვევს.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ დასავლელი ფალავნი უდიდესი და უპირობო სიყვარული მოცემულობაა და ამას გაფრთხილება და განვითარება არ ჭირდება.

შეცდომაა იმის არგათვალისწინება, რომ დიახ, ზუსტად ხვალინდელ დღეზე, ზუსტად რ2ზე გადის ეს გზაგასაყარი. მოგვწონს ეს თუ არა, გვინდა ეს თუ არა, საჭიროა ეს თუ არა – ფაქტია, რომ ეს ასეა.

შეცდომაა, ამ სტატუსით დაასკვნათ, რომ პესიმისტურად ვარ განწყობილი. სრულიად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ზუსტადაც იმიტომ, რომ ეგ საკითხი დასავლეთში წყდება. მაგრამ არ ვიცი როგორ მოიქცევა უზურპატორი, რამეთუ მისი ქმედება რუსეთში წყდება.

ხვალ, რ2ის ეზოში, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ხვალინდელი დღის ისტორიულობა და გვწამს გამარჯვების, დასავლეთის და თავისუფლების! ვიკრიბებით ყველა, ვინც მზად ვართ, ამისთვის ვიბრძოლოთ!

მინიმუმ, მთელი რუსთავი 2, ჩვენი ოჯახებით იქ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა და ჩვენ ვიბრძოლებთ!

გელით შენც, ვისაც გჯერა და მზად ხარ იბრძოლო!

მოდი ხვალ 12 საათზე რუსთავი 2ის ეზოში და მოიპოვე ჩვენთან ერთად თავისუფლება!”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....