“მე არ ვიცი “ქართულ ოცნებას” ვისთან აქვს ურთიერთობა. მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისინი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით იზიარებენ იმ მოსაზრებას, რაც მეც მაქვს, რომ დემონსტრაციის კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დემონსტრანტების მხრიდან, ადგილი ქონდა კანონის დარღვევას, რომელიც უნდა შეწყვიტილიყო ან აღეკვეთა პოლიციას. ამიტომ, პოლიციამ როდესაც მოქმედება დაიწყო, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არვინ აყენებს არც ევროპაში და არც აზიაში. რაც შეეხება ძალის ზედმეტად, არაპროპორციულად გამოყენებასა და დასახიჩრებას, ამას დასავლეთის, აზიისა და აფრიკის აღიარება კი არა, აგერ კონკრეტული გამოძიება ჭირდება და გამოძიება ადასტურებს. ნელ-ნელა ხელისუფლება იძულებულია დააკავოს ის პირები, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა. ამ ჩამდენთა ხელმძღვანელის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ გახარიას პირადად ეჭირა თოფი და ვინმეს დასდევდა”
შეგახსენებთ, რომ ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ივანიშვილმა გახარიას გადადგომაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ახლა შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.
ივანიშვილი შეეხო პარლამენტის წინ და ასევე შეკვეთილის წინ მიმდებარე აქციებს, სადაც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ორივეგან 200-200 კაცზე მეტი ვერ გროვდება.