“გამოგვეცხადა გაკოტრებული ცრუ-მესია, პუტინის უკვე მთლიანად გაშიფრული რეზიდენტი, რომელიც ყველა უბედურებასთან ერთად სახედაკარგული და აშკარად ქმედუუნაროა. მან სავსებით შესაძლებელია ახალი უბედურება მოსწიოს ქვეყანასა და სხვათა შორის საკუთარ თავსაც. ვურჩევ, თუ ვინმეს შერჩენია მის გარემოცვაში პატარა ჭკუა ურჩიოს ამ სუბიექტს დაჩქარებული წესით საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ არჩევნებზე მასში სავალდებულო მონაწილეობით და რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები. ესენი 2020 შემოდგომამდე ვერ მიატანენ”
ასე ეხმაურება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბათმუმში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან ინტერვიუს;