ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ევროკომისიის პირველ ქალ პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა. კენჭისყრა ევროპარლამენტში ჩატარდა. ოფიციალურად მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს, 1 ნოემბრიდან ჩაანაცვლებს.

ურსულა ფონ დერ ლეიენი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება. კენჭისყრისას მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა.

„ნდობა რომელიც მე გამომიცხადეთ არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით, ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად”, – აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ურსულა ფონ დერ ლეიენი ხუთი წლის მანძილზე დაიკავებს.

იტვირთბა....