aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ჩვენ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებს ვთავაზობთ სესხის პროცენტის თანადაფინანსებას” – თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენი გეგმა, ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად, მთავარ აქცენტს აკეთებს მცირე ზომის საოჯახო ტიპის სასტუმროებზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ მყოფი სექტორი – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას გაავცრელა.

მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს;

“მთავარი პრობლემა წარმოჩინდა ფინანსური ვალდებულებები, სესხები, ბიზნეს-სესხები, იპოთეკური სესხები, რომელიც განსაკუთრებით აწევს მცირე სასტუმროებს. აქედან გამომდინარე, პირველი და მთავარი, რაც იქნა შეთავაზებული, ეს არის მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც აქ იქნება გამოყენებული, ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა.

საკრედიტო – საგარანტიო სქემა მთლიანად იქნება ორინეტირებული ამ ტიპის ბიზნესებზე და დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს იმისთვის, რომ არამხოლოდ არ გაჩერდეს არსებული ბიზნესები, არამედ მათი გაფართოება და პერსპექტიული მიმართულებებიც დაფინანსდეს,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მარკეტინგული მიმართულებით საქართველო ითანამშრომლებს ისეთ გლობალურ პლატფორმებთან, როგორიცაა CNN, “ბლუმბერგი”, National Geographic და ა.შ.

„მესამე არის მარკეტინგული მიმართულება. წელს ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საქართველოს პოზიციონირებაზე გლობალური პლატფორმების მეშვეობით. გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები CNN-თან, ბლუმბერგთან, National Geographic-თან, ასევე ვსაუბრობთ Googl-თან. ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით საქართველოს შესახებ მაქსიმალურად იქნება ინფორმაცია გატანილი და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი”, – თქვა თურნავამ.

იტვირთბა....