ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა სამუშაო ადგილზე, მთავრობა და პარლამენტი დუმს – ბექა ნაცვლიშვილი

“დღეს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა სამუშაო ადგილზე. მთავრობა და პარლამენტი დუმს როგორც ყოველთვის. როდესაც პარლამენტში ამ საკითხების განხილვას ვითხოვ, პასუხი ერთია, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია. ყველაზე კარგ შემთხვევაში უცოდინრობასთან გვაქვს, ან რეალური რეფორმების დროში გადავადების მცდელობასთან.

თუ შრომის უფლებები არ იქნება დაცული, უსაფრთხოების დაცვა ვერ მოხდება. სადაც მშრომელები მიზერული ანაზღაურებისთვის განუსაზღვრელი სამუშაო დროისა და დატვირთვის პირობებში შრომობენ, უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.

კიდევ ერთხელ: შრომის ინსპექციის მანდატი უნდა გავრცელდეს შრომის პირობებზეც!!!
უნდა მოხდეს შრომის ინსპექციის მისი რეალური პასუხისმგებლობების შესაბამისად აღჭურვა !!!
უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური, ღამის შრომისა და დასვენების მკაცრი რეგლამენტირება კანონის დონეზე, რასაც ზედამხედველობა უნდა გაუწიოს სახელმწიფომ!!!

მე, ახალ მშრომელთა გაერთიანებასთან ერთად მოვახდინე პარლამენტში კანონების ინიცირება. მხარდაჭერის შემთხვევაში ეს კანონები ერთხელ და სამუდამოდ მოახდენს ზეგანაკვეთური შრომის, სამუშაო დროისა და დატვირთვის ადამიანურ ჩარჩოებში მოქცევას. გარდა ამისა, მკაცრად განსაზღვრავს თუ რა არის შრომის ხელშეკრულება, რადგან დამსაქმებელმა თავი ვეღარ აარიდოს მის პასუხისმგებლობას დასაქმებულის მიმართ.

ამ კანონების მიღებას არ ჭირდება არც სამუშაო ჯგუფები არც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ვერდიქტი.

დიდი ტყულია და უტიფრობაა, როცა ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ შრომის ელემენტარული პირობები ტვირთად დააწვება ეკონომიკას. ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი ეკონომიკას. სამუშაო ჯგუფებისა და დისკუსიების დრო არა არის.
პარლამენტში განხილვისას გამოჩნდება, ვის ადარდებს მშრომელების მდგომარეობა და ვის არა”

ასე ეხმაურება პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დღეს მშენებლობაზე მუშის გარდაცვალებას;

შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.

იტვირთბა....