ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდი “შიშკანი” დააკავეს

სააგენტო “პრაიმ კრაიმის” ინფორმაციით, 15 ივლისს ღამით რუსეთის ერთ-ერთ სოფელ პოპოვკაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს 54 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ოლეგ შიშკანოვი, მეტსახელად “შიშკანი”.

დაკავების დროს შიშკანოვის ახლობელმა ედუარდ ხორკოვმა წინააღმდეგობა გაუწია ერთ-ერთ სამართალდამცავს და მას ფეხი მოტეხა. წყაროს ინფორმაციით, შიშკანოვის დაკავება გამოწვეული იყო დაწყებული გამოძებით, რომელიც ადამიანის გატაცებასა და მკვლელობას უკავშირდება.

საქმე ეხება 2012 წლის 21 თებერვალს მომხდარ ფაქტს,  როდესაც საკრებულოს დეპუტატ ტატიანა სიდოროვს და მის სამ ოჯახის წევრს თავს დაესხნენ. თავდასხმის დროს სიდოროვი დაიღუპა.

ოლეგ შიშკანოვი რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის წარმომადგენელია და ერთ-ერთი გავლენიანი კანონიერი ქურდია.

იტვირთბა....