aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

STRATFORD-ის ექსპერტები: საზენიტო ტექნიკა, რომელიც რუსებმა თურქებს მიჰყიდეს, დეფექტური აღმოჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსულ საზენიტო კომპლექსში, (С-400 “Триумф”), რომელიც რუსეთმა თურქეთს მიჰყიდა, სამხედრო ექსპერტებმა სერიოზული ხარვეზები აღმოაჩინეს. ამის შესახებ თავად რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ.

შეერთებული შტატების დაზვერვის საკმაოდ სერიოზული ანალიტიკური კერძო კომპანია “სტრატფორდიდან” უკვე გამოჟონა ინფორმაციამ აღნიშნული რუსული სამხედრო ტექნიკის დეფექტების შესახებ, რომელიც ძირითადად, სხვადასხვა საჰაერო წერტილების განადგურებისთვისაა მომართული.

“სტრატფორდის” ანალიზით, С-400-ის ტიპის გარკვეული დანადგარების მიღწევადობა 400 კილომეტრითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთისმაგვარი მთიანი ზონის ქვეყნებისთვის სამხედრო ტექნიკის ეფექტურობის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. ასე რომ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, თურქულ მხარეს შეუძლია გამოიყენოს ის არა 100-ობით კილომეტრი მანძილისთვის, არამედ მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრისთვის.

როგორც “სტრატფორდის” სპეციალისტები ამბობენ, ასეთი სახის სამხედრო ტექნიკა უფრო სხვა სახის გეოგრაფიული ტერიტორიებისთვის და შესაბამისად, ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი. გამოდის, რომ თურქებმა არც თუ ისე სარფიან შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთთან, რითაც დღემდე ამაყობდნენ.

შეგახსენებთ, თურქეთი მესამე ქვეყანაა, რომელმაც “Триумф”-ის ტიპის სამხედრო ტექნიკა რუსეთისგან შეიძინა. მანამდე კრემლმა აღნიშნული სამხედრო ტექნიკა ჩინეთს და ბელორუსს მიჰყიდა.

 

 

იტვირთბა....