ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გოგებაშვილს რომ წარმოედგინა, ვინმეს შეიძლება მისი ნაშრომი 100 წლის შემდეგ ბავშვებისთვის ესწავლებინა, შეიძლება, არც დაეწერა”

ზოგადად, სკოლაში ისეთი წიგნის დაბრუნება, რომელიც 100 წლის წინ გამოიცა, ადეკვატური ვერ იქნება. იაკობ გოგებაშვილი თავის გამოცემულ “დედა ენას” პერიოდულად არედაქტირებდა. შესაბამისად, დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი იყოს მას სასაცილოდ მოეჩვენებოდა, რომ მის ასი წლის წინ დაწერილ წიგნს დღეს ასწავლიან ბავშვებს, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია სკოლებში “დედა ენის” დაბრუნებას.

ხვიჩიას განცხადებით, სკოლებში “დედა ენის” დაბრუნება მთავრობის მხრიდან გადადგმული მორიგი პოპულისტური ნაბიჯია.

“ზოგადად, გოგებაშვილს რომ წარმოედგინა, ვინმეს შეიძლებოდა მისი ნაშრომი ისე გაეგოს, რომ 100 წლის შემდეგ ბავშვებისთვის ესწავლებინა, შეიძლება არც კი დაეწერა. ჩვენს მთავრობას პოპულისტური მიდრეკილებები აქვს. დარწმუნებული ვარ ესმით რაზეც არის საუბარი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. უბრალოდ, რადგან “დედა ენა” ქართველი ხალხისთვის სპეციფიკურად ჟღერს, ძალიან მშობლიური სიტყვაა და ყველას გვიყვარს, ჩათვალეს, რომ 100 წლის წინანდელი წიგნის სწავლება ადეკვატური იქნებოდა, რაც აბსურდია. ეს გათვლილია უაზრო ხალხზე, რომელსაც შინაარსის გაგება არ შეუძლიათ და არ ესმით, 100 წლის წინანდელი წიგნი თანამედროვე ბავშვებს არ უნდა ასწავლო”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის განცხადებით, სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“.

იტვირთბა....