ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს

15 ივლისს დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი  იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.

“ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა” – ამბობენ თვითმხილველები.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

იტვირთბა....