ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება.

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

15 ივლისს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. მასპინძლობის სურვილის მქონე სულ შვიდი სახელმწიფო იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

ოთხ გამარჯვებულ სახელმწიფოს შორის საქართველოც მოხვდა.

საქართველოს გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს ასევე უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.

კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული და კალათბურთელები – თორნიკე შენგელია და ვლადიმერ ბოისა ესწრებოდნენ.

FIBA-ს ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა, საქართველოს პრეზიდენტს ცერემონიაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....