დავით გარეჯის გიდის, ზვიად ანანიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს.
როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.
„როგორც ვიცი, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ შეგვხმიანებია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ განაგრძობენ პატრულირებას. გზების გაყვანა ჯერჯერობით არ განუახლებიათ“, – განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულის საპროტესტოდ და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად გიდები დღეს დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამავე თემაზე: შსს, დავით გარეჯთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს