სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი და ბავშვებისთვის განკუთვნილი ავტობუსი. უკრაინული სააგენტო “სტრანა” წერს, რომ ზელენსკის კორტეჟი ავტობუსს შეეჯახა.
როგორც ირკვევა, ზელენსკის კორტეჟიდან ორი მანქანა შეეცადა გადაესწრო ავტობუსისთვის, რაც გახდა კიდეც ავტოავარიის მიზეზი.
საბედნიეროდ ბავშვები არ დაშავებულან. მცირე ტრავმა მიიღო ზელენსკის კორტეჟის წევრმა.
გაირკვა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი მანქანაში არ მჯდარა, ის კიევში თვითმფრინავით გადაფრინდა, ხოლო მისი კორტეჟი უკრაინის დედაქალაქში ბრუნდებოდა.