მრგვალ ბაღში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა პროტესტის გამოსახატად მივიდა. მათ ცალი ხელი მარცხენა თვალზე ჰქონდათ აფარებული.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გოგი ხოჭოლავამ აღნიშნა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მთავრობის ყველა წარმომადგენელს ყველგან შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხოვნით დახვდებიან.
„სრულიად შემთხვევით მოვედით, მეგობრები და იმ აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 24 დღეა, რუსთაველზე ვმართავთ აქციას. ვიმყოფებოდით აქვე, კაფეში და გავიგეთ, რომ ქალაქის მერი აპირებდა მოსვლას, რომელიც არის ასევე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და რომელსაც აქვს უფლებამოსილება გახარიასთან მივიდეს და უთხრას, რომ ყველგან მხვდება ეს ხალხი, შევწუხდი მეცო. ასე ვაწუხებთ, რომ ვაჩვენოთ, რომ მაკომ დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმე ადამიანმა, არიან დაშავებულები და გახარია უნდა გადადგეს. მეც იმ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, იქ ვდგავარ და ახლა შემთხვევით გავიგე კალაძის მოსვლის შესახებ. მოვედით და პატარა პერფორმანსი დავუდგით. ყველგან დავხვდებით კახის და მთავრობის ყველა წევრს, რომელიც მხარს უჭერს გახარიას სკამზე დარჩენას“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ