aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პოლიტიკური სტაბილურობის განცდის გარეშე ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელია” – ხულორდავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას, აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი საქართველოსთვის მომგებიანი იყო.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი ევროკავშირთან, გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ბოლომდე გამოსაყენებელია და გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. ეს ის მნიშვნელოვანი შედეგია, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხულორდავამ.

ხულორდავას თქმით, სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც ევროპულ ოჯახთან დაახლოების წინაპირობაა.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვპირდებიან მხარდაჭერას. თუმცა, ამის მიღმა სამუშაო ბევრია. ერთგვარი გამოწვევაა ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ევროგაერთიანება არ არის დღეს იმ მდომარეობაში, რომ თავისუფლად იფიქროს გაფართოებაზე. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და დრო შიდა კონსოლიდაციაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ. რადგან ამის გარეშე წინ წასვლა გაგვიჭირდება“,- აცხადებს თამარ ხულორდავა.

იტვირთბა....