ჩვენ ვიხილეთ ერთი დამფრთხალი, უპასუხისმგებლო, შეშინებული ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით კვლავ იკავებს შს მინისტრის თანამდებობას. ის ფორმალურად იკავებს თანამდებობას, ვინაიდან გახარია აღარ არის შს მინისტრი. კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 71% ითხოვს გახარიას გადაყენებას და როგორ შეიძლება ის ითვლებოდეს მინისტრად? – მან დაკარგა ლეგიტიმაცია. შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის გადადგომასაც კი არ ითხოვდა ამ რაოდენობის ხალხი 2003 წელს. გახარიას არაფერი დარჩენია გარდა ამ კადნიერების, უტიფრობის, რომელიც გულისხმობს შეტევაზე გადმოსვლას. 99,9% ამ ადამიანმა ტყუილი ილაპარაკა. თურმე შვიდი საათი განმავლობაში მიდიოდა პარლამენტის შენობის შტურმის აღება, ამის თქმასაც ხომ გამბედაობა სჭირდება? არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა ამ შტურმის დაწყების და ჩვენ ეს ვიხილეთ იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც უწყვეტად გავავრცელე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელია