fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიღაცებს აწყობდათ ეს თვალში მორტყმა, გახარიამ სამოქალაქო ომი აგვაცილა –

მე პირველ რიგში დავწერე, რომ ეს მახსენებს ტკივილს. ის ტკივილი ეხება იმას, რაც აგვტკივდა – იმ ბავშვების თვალებიც, დაჭრილებიც და ა.შ. ეს არის უდიდესი ტკივილი. ამასთანავე ეს მახსენებს იმასაც და იმასაც და ამის უფლება მე მაქვს. ასეთ ზეწოლებსა და ბულინგებს ნუ ახორციელებთ, ეს ქვეყანა თქვენი არაა, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე მის მიერ დაწერილ ფეისბუქ-პოსტის უარყოფით რეაქციებს.

ახალაძის განცხადებით, გულწრფელი ახალგაზრდები გამოყენებას ცდილობენ ძალები, რომელთაც ქვეყანაში არეულობა უნდათ.

“მე მიმაჩნია, რომ ეს გულწრფელი ემოციების მქონე ახალგაზრდები, ვიღაც-ვიღაცებმა თავიანთი მიზნების გამო გაუშვეს, ძალიან ბევრს ეგზალტირება გაუკეთეს სასმელებითა და რაღაცებით და მივიღეთ ის მტკივნეული შედეგი, რაც მივიღეთ. ეს თვალზე აფარებული ხელი, მარტო იმათ რომ უნდათ, რომ რაღაცას ახსენებდეთ, მე ამასაც მახსენებს – დამნაშავე პარტიებს მოწოდებებს, ლგბტ აქციებს და გმირ პოლიციელებს, რომელთაც არ დაუშვეს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება. ისეთი კომენტარები ვნახე ამ ზონის თუა ახალგაზრდობა, კარგადაა საქმე.

რომ აკანონებენ თითქოს თვალზე აფარებულ ხელს, კიდევ მაფიქრებინებს, რომ აქ იყო ქართველი ერის წინაშე ძალიან დიდი შეთქმულება. ეს მაფიქრებინებს, რომ ვიღაცებს აწყობდათ ეს თვალში მორტყმა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. რომ არა პოლიციელები, რომ არა გახარია, შესაძლოა, საქართველოში სამოქალაქო ომი ყოფილიყო. იცით რატომ? წინა წლებიდან გამწარებული ქართველი ხალხი, ამათ შემობრუნებასა და ბოგინს ვერ მოითმენდა”, – განაცხადა ახალაძემ.

შეგასხენებთ, რომ ახალაძემ ეს პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა და გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა.

ჟესტი – ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს!, – წერს ახალაძე.

ამავე თემაზე
იტვირთბა....