IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს პარლამენტის წევრების მხრიდან 1430 გაცდენა, 2018 წელს კი – 1500 გაცდენა დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.
პარლამენტის წევრებმა საანგარიშო პერიოდში დაარღვიეს საპარლამენტო ეთიკის ნორმები. თუმცა ამ დარღვევებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია;
IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ: ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა), ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა), მახირ დარზიევს (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა), თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა), გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა), გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა), სამველ მანუკიანს (უმრავლესობა), რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა), თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა), ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა).
ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:
- პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი – ეკა ბესელია
- პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან – ზურაბ ჭიაბერაშვილი
- პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან – რომან გოცირიძე
- ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი – ხათუნა გოგორიშვილი
- ყველაზე აქტიური კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
- საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
სრული ანგარიში იხილთ აქ