“მუხლი 31. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება
1. პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
არავინ არ საუბრობს, რომ ძალის გამოყენება როგორც ასეთი არალეგიტიმური იყო. აქ საუბარია შეტყობინებაზე, პროპორციულობასა და ინტენსივობაზე. და ზუსტად ამ სამმა უმნიშვნელოვანესმა დეტალმა მოგცა ის შედეგი რაც დადგა! ამიტომ ტყუილად გადაგყავთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციას ძალა საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა. ასე არასოდეს თქმულა !
ყოველ დღე აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან რიგით პოლიციელებს, ვინც იქ დგას და გვიცავს! ესეც არის ფაქტი!”
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” გენერალური დირექტორი ეკა გიგაური; სოციალური ქსელი;