ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მასწავლებელთა გამოცდაზე 3 აპლიკანტი მოიხსნა, აქედან ერთი არაფხიზელი მდგომარეობის გამო

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა.

„ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, იყო დაგვიანების 9 შემთხვევა.

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა“, – აღნიშნავენ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.

იტვირთბა....