ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთი ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

სხდომაზე დამსწრეები მის გათავისუფლებას ტაშით შეხვდნენ.

მერებაშვილის ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით, სასამართლოს მერებაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო, რადგან ბრალდების მხარემ ცხრათვიან ვადაში ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა..

შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე გადაიდო.

იტვირთბა....