ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან ოპოზიციის დევნას – სამადაშვილი

ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილს პირადად გადასცეს გზავნილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას. – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა

სამადაშვილის თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში .

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვესაუბრეთ ბატონ ტუსკს, ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დგას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დააანონსა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს, მრავალი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ ჩვენი მხრიდან გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად დავაყენე ასევე საკითხი, იმის თაობაზე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან არ იქნება შესაბამისი გამოძახილი, აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას და ოპოზიციის დევნას. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გზავნილი.

ვფიქრობ, ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ოლიგარქიული ინტერესებისგან,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....