საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ქართველებისთვის წყალობა იყო.
„საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. დღეს საქართველოში მე მინდა, ვთქვა ხმამაღლა და მკაფიოდ: საბჭოთა კავშირის დაშლა იყო წყალობა ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებსთვის და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. ასევე რუსეთისთვის“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
დონალდ ტუსკი ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მონაწილეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
The collapse of the Soviet Union was NOT the greatest geopolitical catastrophe of the century. Today in Georgia I want to say loud and clear: the USSR collapse was a blessing to Georgians, Poles, Ukrainians and the whole of Central and Eastern Europe. And also to Russians.
— Donald Tusk (@eucopresident) July 11, 2019