aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.ც., ქ.თბილისში, ვარკეთილი3-ის პირველ მიკრორაიონში მდებარე შპს ,,მიმინო 3“-ის მაღაზიაში დანით თავს დაესხა მოლარეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მას შპს ,,მიმინო 3“-ის კუთვნილი 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

იტვირთბა....