aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილი ყველანაირი ფორმით წაასხამს არჩევნებს” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება – ასე გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში”.

მისი თქმით, ახლა არ არის ძველი წყენების გახსენების დრო, რადგან ქვეყანა არის გადასარჩენი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოქმედი მთავრობა საქართველოს დაღუპავს.

„საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი უნარი არ აქვს ქვეყნის განვითარების და ქვეყნის წინ წაყვანის. ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაგრამ ისინიც ასევე განადგურების პირზეა. ამიტომ ახლა საჭიროა, საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჯანსაღი ძალის აბსოლუტურად ერთად დგომა მიუხედავად წარსული წყენებისა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ამ დღეებში რაც მოხდა, ამ დღეებში როგორც გვაპამპულავეს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ორგანიზმი იმდენად დასუსტებული, იმდენად დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, რომ ყველა პატარა რაღაცამ შეიძლება ის მოკლას. ღმერთმა არ ქნას. ჩვენ ახლა გვჭირდება დროზე ამათი შეცვლა, მშიდობიანად გაწევა გვერდით. ჩვენ გვჭირდება დროზე არჩევნების ჩატარება. ფართო კონსესუსის მოძებნა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის, თქმით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები რაც შეიძლება ჩქარა, თუნდაც პროპორციული სისტემის იმ მოდელით, რომელიც ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა.

„ივანიშვილი ყველანაირი ფორმით წაასხამს არჩევნებს, მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს არა ამ კომისიის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. მთავარი არის ის , რომ არჩევნები ჩატარდეს დროზე. ყველანაირი ფორმის არჩევნები, მათ შორის პროპორციული არჩევნებით. ის რომ პრინციპი მიღებული იქნა ეს არის ნაღდად მიღწევა. ასეთი ფორმით არის ხაფანგი. მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც ამ ხაფანგის პირობებში. ხალხი დაიბრუნებს ამ ქვეყანას. მაგარი თაობა მოვიდა, ამ თაობას უნდა გავეგოთ ფეხქვეშ. ეს თაობა შეძლებს სასწაულს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, სადაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამას პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა პროტესტი მოყვა.

20  ივნისს აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. დაშლის მეორე დღიდან პარლამეტის წინ დაიწყო აქცია “სირცხვილი”, რომელიც უკვე 20 დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეებს, თავდაპირველად 4 მოთხოვნა ქონდათ – პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა, აქციის დაშლისას დაკავებული პირების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული გზით ჩატარება.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ 2020 წლისთვის არჩვნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

აღნიშნული ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ორგანოში.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს დაუკმაყოფილეს კიდევ ორი მოთხოვვნა – გადააყენეს ირაკლი კობახიძე და გაათავისუფლეს დაკავებული პირები, გიორგი გახარიას გადადგოიმას კი აქციის მონაწილეები დღემდე ითხოვენ.

 

იტვირთბა....