ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბევრთან გვიომია და წაგვიგია, მაგრამ იდენტობა შეგვირჩუნებია” – ბერძენიშვილი

რუსეთი გვეუბნება, დაგსჯით თუ არა, ჩემი გადასაწყვეტიაო და ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი ამას მიესალმება, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს “მათხოვრული მადლობა” გადაუხადა.

“ვის ეშინია მაგათი სანქციების? არ ვაპატიებთ არც ერთ ხელისუფლებას, ვინც სუვერენინტეტს გააასხვისებს. ბევრთან გვიომია და წაგვიგია, მაგრამ იდენტობა შეგვირჩუნებია, მაგრამ საქართველო ფეხზე არ წამომდგარა ლაჩრობით, ჩვენ სულ ვისჯებოდით დასავლური არჩევანის გამო”,- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....