“არა მარტო ჩვენი უწყების, არამედ მთლიანად ხელისუფლების რეაგირება იყო ძალიან დროული”, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით საგარეო უწყების მიერ განცხადების გაკეთების საკითხს.
მისი თქმით, “რუსთავი2-ის” წამყვანის განცხადება ჟურნალისტური ქცევის ნორმებში არ ჯდებოდა.
“არა მარტო ჩვენი უწყების, არამედ მთლიანად ხელისუფლების რეაგირება იყო ძალიან დროული, ზუსტი და ადეკვატური. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო კატეგორიულად მიუღებელი, დესტრუქციული და პროვოკაციული, არანაირ ჟურნალისტური ქცევის ნორმებში არ ჯდებოდა და ამის მიღება კატეგორიულად წარმოუდგენელი იყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი რეაგირება იყო დროული, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, და მე არცერთ შემთხვევაში არ მივიღებ არათუ კრიტიკას, შენიშვნებსაც კი ოპონენტების მხრიდან. ძალიან გამიკვირდა, რომ ამ ოპონენტებს შორის იყვნენ ყოფილი დიპლომატები, რომლებსაც თავი წარმოუდგენიათ დიპლომატიაში საკმაოდ გათვიცნობიერებულ ადამიანებად, ყოფილი ჩემი კოლეგები არიან”, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნია ვლადიმერ პუტინს “პოსტ სკრიპტუმის” ეთერში აგინა.