ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მგონია, რომ ხაზარაძეს დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს” – კილაძე

ქართული ოცნების“ წევრის, სოფიო კილაძე  “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე გამოეხმაურა და განაცხდა,  რომ ხაზარაძეს პოლიტაკაში დიდი მხარდაჭერა არ ექნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, სავარაუდოდ პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„რა შანსები აქვს ბატონ ხაზარაძეს პოლიტიკურად, ეს ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს მასყველას აქვს უფლება, დააფუძნოს მოძრაობა და იმუშაოს და იმოქმედოს იმ არეალში, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოძრაობის შექმნის კუთხით. ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, ეს უფრო, ალბათ, პოლიტიკური პარტიისკენ გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნა კილაძემ.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

იტვირთბა....