სრული აბსურდი და უბრალოდ იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შეიძლება ამა თუ იმ სახელმწიფომ, რაოდენ მტრულადაც არ უნდა იყოს განწყობილი, ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო საომარი მოქმედებები დაიწყოს, ან ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია. ამ დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს კრიზისებს და ნაცვლად სახელმწიფოებრივი პოზიციებისა, ყოველთვის ცდილობს ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა
ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.