ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ „დელისში“ რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს

მეტროსადგურ “დელისში” რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს. ფოტოს სოციალურ ქსელში მოქალაქე მიხეილ სვანიძე ავრცელებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “მეტრონომს” განუცხადეს, რუსულენოვანი წარწერები თითქმის ყველგან ჩანაცვლებული იყო ქართულ და ინგლისურენოვანი წარწერებით და დარჩენილი იყო მეტროსადგური “დელისი”.

“ჩვენთან მეტროში სტანდარტია შემუშავებბული, რომელიც გულისხმობს მგზავრების ორენოვან მომსახურებას. ეს მომსახურება ხორციელდება ნავიგაციის სისტემით, ორენოვანი სტანდარტის სისტემით, ესაა ქართული და ინგლისური. გარდა ამისა, გამოცხადების დროსაც ვხელმძღვანელობთ როგორც ქართული, ასევე ინგლისური შეტყობინებით. რაც შეეხება კონკრეტულ სადგურს, ეს იყო ძველი შემორჩენილი. რუსულენოვანი წარწერები თითქმის ყველგან ჩანაცვლებული იყო ქართულ და ინგლისურენოვანი წარწერებით. ეს იყო დარჩენილი და ჩამოვხსენით და ბაქანის ზედაპირიდან. ეს ადგილი მოპირკეთდება”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

იტვირთბა....