მთავარი ციტატა

“პუტინს არ სჭირდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მას ბოდიში მოუხადოს”

“რუსთავი 2-ის რეალური ბენეფიციარი სააკაშვილია. მე ვთვლი, რომ რუსთავი 2 უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ეს ტელეკომპანია არა მხოლოდ ვალდებულია ბოდიში მოუხადოს ჩვენ პრეზიდენტ პუტინს, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობაც ვალდებულია ბოდიში მოუხადოს მას. პუტინს არ სჭირდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ბოდიში მოუხადოს მას. ეს არის ერთადერთი გზა სახის შენარჩუნებისა, სადაც ასეთი შესაძლებელია არსებობდეს ასეთი ეთერი”

თიკა კანდელაკი, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....