ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მსურს, ამათ გამო მაგინებდნენ” – „რუსთავი 2“-ის ოპერატორმა  სამსახური დატოვა (ვიდეო) 

„რუსთავი 2“-ის ოპერატორმა, ლევან მარგველაშვილმა სამსახური დატოვა.

აქციაზე, “რუსთავი 2-ის” ოპერატორმა სამსახური დატოვა

აქციაზე, “რუსთავი 2-ის” ოპერატორმა სამსახური დატოვა

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 8. Juli 2019

პროტესტის ნიშნად, მან ტელევიზიაში შესასვლელი დოკუმენტაციაც დახია.

“ქართველი ვარ და არ მსურს ამათ გამო მაგინებდნენ”. – განუცხადა მარგველაშვილმა აქციის მონაწილეებს.

სამსახური დატოვა “ფორმულა კრეატივის” თანამშრომელმა, ლევან როსტომაულმაც.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა,  რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.

იტვირთბა....