“რუსთავის 2-ის” ოპერატორმა აქციაზე მუშაობის დროს კამერა დადო და განაცხადა, რომ ის დღეიდან აღარ იქნება ტელეკომპანიის თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ ,ჩვენ გვინდა სტაბილურობა” – ამ ლოზუნგით აქცია ,,რუსთავი 2-ის” შენობასთან იმართება. ისინი გიორგი გაბუნიას აპროტესტებენ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.