ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გავრამიამ გააკეთა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, სანამ ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნება და სიტუაცია არ სტაბილური არ გახდება, იქამდე “რუსთავი 2” მაუწყებლობას აჩერებს.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქცია არის ხელისუფლების მართული და პირდაპირი მცდელობა არხში შეჭრის და ხელში ჩაგდების.

შეგახსენებთ, რომ ,ჩვენ გვინდა სტაბილურობა” – ამ ლოზუნგით აქცია ,,რუსთავი 2-ის” შენობასთან იმართება. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიაში შეჭრაც სცადეს. ისინი გიორგი გაბუნიას აპროტესტებენ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

იტვირთბა....