“მინდა საზოგადოებას შევატყობინო მორიგი პროვოკაციის შესახებ, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, მზადდება ისევ ნაცმოძრაობის მონაწილეობით და მათი უშუალო ჩართულობით. მოგეხსენებათ, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ლგბტ მარშიც ჩატარება მაინც რჩება დღის წესრიგში. მე მინდა ხალხს, საზოგადოებას მივმართო, რომ, ჩემი ინფორმაციით, და ამის დადასტურებული ფაქტებიც არსებობს, ამ უმცირესობის წარმომადგენლები პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, – ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 20 ივნისს გადაცემაში “პირისპირ” “ღირსების მარშის” ჩატარებას.
ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.
“მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, ეს არის კარგად გააზრებული პროვოკაცია, რომელსაც სახელმწიფომ უნდა გასცეს ღირსეული პასუხი. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც აცხადებენ, რომ მაინც უნდა გამოვიდნენ და ჩაატარონ ეს მარში, რომელსაც მე პირდაპირ ვარქმევ პროვოკაციულ მარშს, არავითარ ღირსებას მაგ მარშთან საერთო არ აქვს.
რეალურად მათ საქართველოში არავითარი პრობლემა არ აქვთ. ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 ივლისს “ღირსების მარშის” გამართვა იგეგმება;