“მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყუებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად უფრო ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია, გიტანთ თქვენ, მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და იმისთვის, რომ მოხდეს გადატრიალება, თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი რომ გქონდეთ, რომ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაში. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ. ბიძინა, გენაცვალე, საქართველო არ იყიდება, საქართველო გადარჩება და საქართველო უკვე გადარჩა, შენ უნდა შეურიგდე ამ რეალობას”
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე გადაცემაში “არჩევანი”;