მთავარი სოციალური ქსელი

რუსთავი2! რა მაგრად გაგჭირვებიათ, ჩემს სახლს რომ მიადექით?! – მდინარაძე

“რუსთავი2!
რა მაგრად გაგჭირვებიათ, ჩემს სახლს რომ მიადექით?!
ვიცით, რომ ტყუილი თქვენი სამარკო ნიშანია, მაგრამ მხოლოდ ანონსში, რამდენიმეწამიანში, ამდენი ტყუილი ერთად, წარმოუდგენელი სიბინძურეა!!!

მხოლოდ ანონსში:

1. “პარლამენტში ცარიელი ჯიბით მივიდნენ და მინიოლიგარქები გახდნენ” – ეს ანონსში ჩასმული თქვენი სიტყვებია და ამის იქით თავხედობა, წარმოუდგენელია.
სწორედ პარლამენტის წევრობამდე დიდი ხნით ადრე შეძენილი ბინის გაყიდვით მიღებული თანხით რომ ვიყიდე დიღმის სახლი,
შეუძლებელია არ იცოდეთ, დეკლარაციაშიც წერია!

2. მთლიან შენობას რომ დაადეთ თავზე ჩემი ფოტო, ესეც ბინძური მანიპულაციაა. რომელი ნაწილია ჩემი, ესეც გადასარევად იცით!

3. ვის რაში აინტერესებს, მაგრამ დიდი შემართებით რომ ამცნეთ საზოგადოებას, სახლში რემონტი მთავრდებაო, – ე. წ. “თეთრი კარკასის” იქით რომ არ გაგრძელებულა, ესეც მშვენივრად ნახეთ, როცა ადგილზე იყავით მისულები. მეტიც, განცხადებაც უკვე დიდი ხანია დევს ამ სახლის გაყიდვაზე თავისი ფოტოებით. ესეც იცოდით და დამალეთ!

4. ეს და ჩემი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალებიც ჩემს დეკლარაციაში თეთრების სიზუსტით არის მითითებული. დამატებული კრედიტიც იქვეა. არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერებიც და ა. შ.

5. როგორც ჩანს მიშა ძალიან გავაღიზიანეთ ჩვენი კომენტარებით ბოლო დღეებში. ვინ და ვინ გყავთ ჩასმული ანონსში, აქედან გამოვდივარ და რა გინდათ თქვათ, თქვენი ბინძური მეთოდების გადამკიდე, აზრი არ აქვს პატიოსნად იცხოვრებ თუ არა?!
მერე მსგავს სიუჟეტებს “აპრავებთ” იმით, რომ თითქოს საზოგადოებას მხოლოდ ფაქტებს უყვებით. აქ ყველა ფაქტი რომ წარმოუდგენლად არის დამახინჯებული, ეს არის თქვენი ჟურნალისტური სტანდარტი?!

6. ნებისმიერ თემაზე, მნიშვნელოვანზე თუ უმნიშვნელოზე, დღეში თქვენი ოთხი-ხუთი ჟურნალისტი მირეკავს, რა კომენტარს გააკეთებთო. ამხელა “სქემა გაგიშიფრავთ” და ერთი როგორ ვერ დამირეკეთ, იქნებ რას გეუბნებოდით. ესეც თქვენი გასაოცარი ჟურნალისტური სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინება.

7. გასაგები და მარტივია თქვენი მიზანი, მაგრამ როგორი ტყუილებითაც არ უნდა მებრძოლოთ, ნაცმოძრაობას თავის ბინძურ გეგმებს არ გავატანინებ და აქ ყოველთვის წინა რიგებში ვიქნები!

P. S. ზუსტად ასეთივე ობიექტურები ხართ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩემთან მიმართებით. ეს არის თქვენი “სიმართლის” დიაგნოზი!”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....