დღეს მონრეალში ძიუდოისტთა “დიდი პრიზის” მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ჩვენები კანადაში არ იასპარეზებენ.
“ლელოს” ინფორმაციით, მიზეზი სავიზო პრობლემაა – ის გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა, რის გამოც საერთოდ იუარეს იქ წასვლა. კანადის ნაცვლად ჩვენები უნგრეთისა (აქ ისედაც მიდიოდნენ) და ხორვატიის ანალოგიური რანგის შეჯიბრებებზე გადანაწილდებიან.
აღსანიშნავია, რომ კანადაში წელიწადნახევრიანი გაუჩინარების შემდეგ ტატამს უბრუნდება ლეგენდარული ფრანგი მძიმეწონოსანი ტედი რინერი.