ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი მშობლიურ “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნდა – ის ლონდონური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელია. ლამპარდმა იტალიელი მაურიციო სარი შეცვალა და “ლურჯებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლამპარდმა “ჩელსიში” 429 თამაში ჩაატარა და 167 გოლი გაიტანა. ის ლონდონურ კლუბს 2001-დან 2014 წლებში იცავდა.
ლამპარდს “ჩელსისთან” ერთად უეფას “ჩემპიონთა ლიგაც” აქვს მოგებული.