ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი საზოგადოებას C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებისაკენ მოუწოდებს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, დროულად გაიარონ ჰეპატიტთან დაკავშირებული შესაბამისი ტესტირება და ჩაიტარონ მკურნალობა, რომელიც საქართველოში უსასყიდლოდაა შესაძლებელი.

„ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია, ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

იტვირთბა....