რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირის თავმჯდომარემ და თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრ კალიაგინმა, განაცხადა რომ არსებული მდგომარეობის გამო საქართველოში ვიზიტისაგან თავს შეიკავებს.
“იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ ტელევიზორში და საინფორმაციო სააგენტოებში და რასაც მიყვება რობიკი (იგულისხმება ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა), სიტუაცია საშიში-საშინელია. ვიცი, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ისინი ფეთქებადები არიან – ასანთის ერთი ღერი საკმარისია, რომ ჩირაღდანი აალდეს. ამიტომ, ამჟამად მე თავს შევიკავებ იქ წასვლისაგან.” – განაცხადა კალიაგინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.