ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Amnesty International – რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის

Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, ბორდერიზაციით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებულ “ბორდერიზაციის”გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე.

ამავე ანგარიშისთანახმად, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა, ფიზიკური ბარიერები აღმართონ ადმინისტრაციულ ხაზზე, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია.

„სასოფლო თემები ერთმანეთისგან მავთულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზია გადაკვეთისას. რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, – ნათქვამია Amnisty International-ის ანგარიშში.

იტვირთბა....