ახალი ამბები

ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა

„გახარია წადი”, -“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის წასვლის მოთხოვნით შუქნიშანზე პერფორმანსი მოაწყვეს. მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

„20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და თანამდებობიდან წასვლასთან ერთად დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩეს „გავრილოვის ღამის მოწყობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გვალიამ.

ამასთან, აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით „გახარია“ წადი, ქუთაისის გარდა, პარალელურ რეჟიმში თბილისში, ზუგდიდსა და გორში გაიმართა

იტვირთბა....