მთავარი ციტატა

მელიაზე გადაბრალება იმდენად სისულელე იყო, რომ ბოლოს თვითონვე უარი თქვეს – ზურაბიშვილი

მელიაზე გადაბრალება იმდენად სისულელე იყო, რომ ბოლოს თვითონვე უარი თქვეს. ბიძინა ივანიშვილმა აიძულა დეპუტატები, თავი მოეჭრათ და საციხოდ გაემეტებინათ ადამიანი, რის გამო? თან თვითონაც უამრავ ადამიანს, ვინც იქ იჯდა, უარესი აქვს გაკეთებული. ჩემი აზრით, სამარცხვინოდ მოიქცნენ და მერე ვერ დაიჭირეს. ეჭვი მაქვს, აქ კეთილ ნებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც არ იყო საქმე, უბრალოდ, პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო სერიოზული სიგნალი, რომ ამას საერთაშორისო დონეზე მოჰყვებოდა ცუდი შედეგი. როცა ასეთი რაღაც ხდება, პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება ძალიან „ყვირის”

მის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა 20 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....