aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

დღეიდან თბილისის მეტრო მუშაობას 23:00 საათზე დაასრულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეიდან, სამუშაოების გამო, თბილისის მეტრო მგზავრებს 1 წლის განმავლობაში 06:00 საათიდან 23:00 საათამდე მოემსახურება. ამის მიზეზი ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოებია.

„აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მლნ დოლარი, რომელიც მოხმარდება ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას; რაც მეტრო გაიხსნა, ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა, შესაბამისად, ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ.

დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება ახალი თანამედროვე ISO სტანდარტის კაბელებით. ასევე მოხდება ამ პროექტის ფარგლებში 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.

ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება; პროექტი მზად არის, ასევე ის კომპანია არსებობს, ვინც სამუშაოებს განახორციელებს. 2020 წლის ივლისში მთლიანად დამთავრდება ეს სამუშაოები,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....