ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბიტურიენტი ბიჭი: 10 თვის შვილი მყავს მეგობართან დატოვებული და ადრე გამოვედი

103-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი ერთ საათში გამოვიდა, მისი თქმით, ძალიან ეჩქარებოდა, რადგან სახლში 10 თვის შვილი ჰყავდა დატოვებული.

“არც ისე რთული იყო გამოცდა, სწრაფად დავწერე პასუხების ფურცელი არ გამომიყენებია. ძალიან მეჩქარებოდა ამიტომ გამოვედი ასე სწრაფად, 10 თვის ბავშვი მყავს მეგობართან დატოვებული, არ ჩერდება დედ-მამის გარეშე. დედაც აქაა, აბარებს. მერე სამსახურში უნდა წავიდე. შემხვდა გალაკტიონის მთაწმინდის მთვარე, “გეპეიში” ვაბარებ ტელეკომუნიკაციებზე. სტუდენტი ვარ ისედაც, თუმცა ისევ მინდა ჩავაბარო”,- გვითხრა შოთამ.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.

წყარო: edu.aris.ge

იტვირთბა....